საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ჟან-პიქტეს საერთაშორისო შეჯიბრში ნახევარფინალისტის ტიტულის და გილბერტ აპოლისის ჯილდოს მფლობელია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრესტიჟულ კონკურსზე ნახევარფინალისტის ტიტული მოიპოვა, ხოლო გუნდის ერთ-ერთი წევრი, თათია ბიწაძე შეჯიბრის საუკეთესო ორატორად და გილბერტ აპოლისის სახელობის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.

 

ჟან-პიქტეს საერთაშორისო კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური შეჯიბრია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს.

 

  თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელობით,  დაკომპლექტდა და მომზადდა იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი: თათია ბიწაძის, ციცი გიგოიძისა და მარიამ ქეცბაიას შემადგენლობით.  გუნდი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობით, თვეების განმავლობაში აქტიურად ემზადებოდა საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობის მისაღებად.

 

 ინდონეზიაში წელს 22 თებერვლიდან 1 მარტამდე გამართულ საერთაშორისო რაუნდებში,  თსუ-ს გუნდმა წარმატებით იასპარეზა ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ინდოეთის, ავსტრალიის, იაპონიის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 38 გუნდთან ერთად. 

 

 საერთაშორისო შეჯიბრში გუნდის მონაწილეობა უზრუნველყოფილი იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის მხარდაჭერით. 

თარიღი: 18/03/2025